მსოფლიო
28/07/2023

გერმანიამ ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 8,385 მგვტ-მდე გაზარდა

გერმანიამ 2023 წლის პირველ ნახევარში, ოფშორული ქარის სიმძლავრე 3,1%-ით 8 385 მეგავატამდე გაზარდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები უკეთესი შემოსავლის გარანტიებს ითხოვენ, რათა შეინარჩუნონ მშენებლობის ტემპი და უზრუნველყონ, რომ სექტორმა 2030 წლისთვის 30,000 მეგავატს მიაღწიოს.

ბერლინი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მინიმუმ 80%-ს გამოიმუშაოს ისეთი მწვანე წყაროებიდან, როგორიცაა მზის და ქარი. ახლა ეს მაჩვენებლი 40%-ის ფარგლებშია. მიზანი  ნახშირბადის ემისიების შემცირებაა. სწორედ ამიტომ, ქარის ენერგიის სექტორი ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია.

„წლების განმავლობაში სუსტი ზრდის შემდეგ, ინდუსტრია სასტარტო პოზიციაშია დიდი რაოდენობის პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადეს ორგანიზაციებმა: BWE, BWO, „გერმანული ოფშორული ქარის ენერგიის ფონდი“, VDMA Power Systems, WAB და WindEnergy Network.

2022 წელს გერმანიის ქარის ენერგიის სექტორს მხოლოდ 342 მეგავატი შეემატა. მიზეზი გაურკვევლობა, რეკორდული ფასები და ენერგეტიკული ბაზრების რღვევაა, მას შემდეგ, რაც რუსეთს დასავლეთში გაზის ექსპორტი შეეზღუდა.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023