მსოფლიო
29/10/2020

Huawei-თვის აშშ-ს შეზღუდვების დაწესება Samsung-ის გაყიდვებს ახალისებს

Samsung Electronics-ის შემოსავალმა მესამე კვარტალში 59 მლრდ დოლარი შეადგინა.

შემოსავლების ზრდა სმარტფონების 50%-იან და მიკროჩიპების 82%-იან გაყიდვების მატებას უკავშირდება. ივლის–სექტემბრის პერიოდში გაზრდილია, პრემიუმ ტელევიზორებისა და ტექნიკის გაყიდვებიც.  

სამხრეთ კორეული ტექნიკური გიგანტის მესამე კვარტლის წმინდა მოგებამ 8.3 მლნ დოლარია, 49%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

როგორც BBC-ი წერს, გაყიდვების ზრდა, ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტს Huawei–ს მიმართ აშშ-ს შეზღუდვებმაც განაპირობა. აგვისტოში აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციებს  ნებისმიერი უცხოურ კომპანიას დაუწესებს, რომელიც ლიცენზიის მიღების გარეშე Huawei-ს ჩიპს მიჰყიდის.

ტრამპის ადმინისტრაციამ მიზნად დაისახა არაერთი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის შეზღუდვა, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გამო, მათ შორის Huawei, TikTok და WeChat.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023