მსოფლიო
04/10/2023

Hyundai და Kia აშშ-ში გამოშვებულ 3.37 მილიონ მანქანას უკან იწვევენ

Hyundai და Kia აშშ-ს ბაზარზე გამოშვებულ 3,37 მილიონ მანქანას ძრავის აალების საფრთხის გამო უკან იწვევენ. ამით, ავტომწარმოებლები მფლობელებს აფრთხილებენ, რომ ავტომობილები უსაფრთხო ადგილას გააჩერონ, ვიდრე შეკეთების პროცესი არ დასრულდება.

ავტომწარმოებლების ცნობით, სამუხრუჭე სითხის შიდა გაჟონვამ შეიძლება ელექტროჩართვა გამოწვიოს, რამაც, თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი. აშშ-ს საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, რომ მფლობელებმა უნდა დაიცვან ავტომწარმოებლების რჩევები და შეკეთების დასრულებამდე მანქანები გააჩერონ.

Hyundai ამბობს, რომ მას ინფორმაცია აქვს ხარვეზთან დაკავშირებული 21 ხანძრის და 21 სხვა თერმული ინციდენტის შესახებ 2017 წლიდან, ხოლო Kia-ს ცნობები მოიცავს მინიმუმ, ათი დადასტურებული ხანძრის ინციდენტს. არც ერთ ავტომწარმოებელს არ აქვს ხარვეზთან დაკავშირებული რაიმე ავარიის, დაშავებულების ან დაღუპულების შემთხვევა - ამბობს NHTSA.

Kia America-ს გაწვევა მოიცავს 1,73 მილიონ Borrego, Cadenza, Forte, Sportage, K900, Optima, Soul Rio, Sorento და Rondo ავტომობილებს. NHTSA-ში შეტანილი განაცხადის თანახმად, გაწვევა მოიცავს თითოეული ავტომობილის სხვადასხვა მოდელებს, გამოშვებულს 2010 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში.

„ავტომობილების ჰიდრავლიკურ ელექტრონულ საკონტროლო ერთეულს (HECU) შეიძლება ჰქონდეს ელექტრული უკმარისობა სამუხრუჭე სითხის გაჟონვის შედეგად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძრავის განყოფილების ხანძარი გაჩერებისას ან მართვის დროს“ - აღნიშნავს ავტომწარმოებელი.

Hyundai უკან იწვევს 1,64 მილიონ Elantra-ს, Genesis Coupe, Sonata Hybrid, Accent, Azera, Veloster, Santa Fe, Equus, Veracruz, Tucson, Tucson Fuel Cell და Santa Fe Sport ავტომობილების მოდელების, სხვადასხვა წლების მიხედვით, რომელიც მოიცავს 2011 წლიდან 2015 წლამდე პერიოდს.

NHTSA -ს ცნობით, Hyundai გეგმავს აცნობოს მფლობელებს, რომ მანქანები მიიყვანონ დილერთან, რათა შეცვალონ ABS მოდულის ელექტრული დამცველი, Kia კი, კვლავ მუშაობს გამოსავლის გზებზე გზებზე.

ავტომწარმოებლები გაწვევის შესახებ მფლობელებს ნოემბერში აცნობებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023