მსოფლიო
01/03/2021

IATA 2021 წლისთვის საავიაციო ინდუსტრიის დანაკარგების პროგნოზს აუარესებს

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA), საავიაციო ინდუსტრიის დანაკარგების 2021 წლის პროგნოზი გამოაქვეყნა.

IATA-ს პროგნოზის მიხედვით, ავიაკომპანიები მოგებას ვერც 2021 წელს ვერ მიიღებენ, ეს იმ ფონზე, როდესაც ასოციაციის წინა პროგნოზის თანახმად ავიაკომპანიების მოგებაზე 2021 წლის მეოთხე კვარტალში გავიდოდნენ.

საბოლოო ჯამში, ზარალის პროგნოზი თითქმის გაორმაგებულია: 48 მლრდ დოლარიდან 75-95 მლრდ დოლარამდე.

ასეთი ნეგატიური ტენდენციები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბევრმა ქვეყანამ COVID-19-ის ახალი შტამების გავრცელების საპასუხოდ მოგზაურობაზე შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.

დღეისათვის ივლის-აგვისტოზე გრძელვადიანი შეკვეთები 78%-ით დაბალია, ვიდრე 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელი.

IATA მოვლენების შემდგომი განვითარების ორ ვარიანტს განიხილავს. ყველაზე ოპტიმისტური სცენარი გულისხმობს შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას მოსახლეობის ვაქცინაციის შემდეგ – ამ სიტუაციაში 2021 წლის მოთხოვნა 2019 წლის მაჩვენებლების 38%-ზე იქნება. ამ შემთხვევაში ავიაკომპანიები დაკარგავენ 75 მილიარდ დოლარს.

პესიმისტური შედეგი მიანიშნებს იმაზე, რომ შეზღუდვების ფონზე ავიაკომპანიები 95 მლრდ დოლარს დაკარგავენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023