მსოფლიო
29/06/2020

IATA ქვეყნებს მგზავრებისთვის საკარანტინო ზომების დაწესებაზე უარის თქმას ურჩევს

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, რომ უარი თქვან მოგზაურთათვის საკარანტინო ზომებზე, რადგან კარანტინი მოგზაურობის სეგმენტის აღდგენას აფერხებს. სანაცვლოდ კი IATA მათ განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს – უნდა ჩამოაყალიბოს სისტემა, რომლიც რამდენიმე დონიან დაცვას უზრუნველყოფს.

მაგალითად, შეიძლება ბილეთების დაჯავშნის სისტემა უფრო მოქნილი გახდეს. თუ კი გამგზავრებამდე მგზავრი თავს შეუძლოდ იგრძნობს, მას შესაძლებლობა უნდა ქონდეს მგზავრობის დრო სხვა თარიღზე გადაიტანოს. კიდევ ერთი თავდაცვითი ღონისძიება არის მგზავრების სხეულის ტემპერატურის შემოწმება.

იმ ქვეყნებიდან მგზავრებს, სადაც COVID-19-ის მდგომარეობა რთულია, ჩაუტარდეს ტესტირება. IATA-ს გენერალური დირექტორის ალექსანდრე დე ჟუნიაკის განმარტებით, ტესტირება უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტი და იმავდროულად ხელმისაწვდომი. 

IATA ხელს უწყობს ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა ბორტზე პირბადეების ტარება, სალონის დასუფთავება, სოციალური დისტანცია და სხვა.

”ახლა ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის უსაფრთხო გადატვირთვა, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიის. საკარანტინო ზომები უსაფრთხოებას ხელს უწყობს, მაგრამ ვერ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ფრენისას რისკების შემცირება, ”- აცხადებს ჯუნიაკი.

 

ფოტო: fatunetwork.net

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023