მსოფლიო
22/04/2021

IATA-მ მსოფლიო ავიაკომპანიების ზარალის პროგნოზი ისევ გააუარესა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IАТА) 2020-2021 წლებში მსოფლიოში მოქმედი ავიაკომპანიების კონსოლიდირებული წმინდა ზარალის პროგნოზი კვლავ გააუარესა.

როგორც Avia News-ი IATA-ზე დაყრდნობით წერს, ასოციაცია ინდუსტრიისთვის შარშანდელ ზარალს 126.4 მლრდ დოლარის ფარგლებში აფასებს. ორგანიზაციის მიერ ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით ზარალი 118.5 მლრდ. დოლარი იქნებოდა. IАТА-ს ივნისის პროგნოზით ზარალი 84.3 მლრდ. დოლარით განისაზღვრა. 

მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით IATA პროგნოზირებს, რომ მსოფლიო ავიაკომპანიების ზარალი 47,7 მლრდ. დოლარი იქნება. ასოციაციის ნოემბრის გათვლებით ზარალი 38,7 მლრდ. დოლარის დონეზე იყო პროგნოზირებული, ხოლო ივნისში – 15,8 მლრდ. დოლარის ფარგლებში. 

მიმდინარე წლისთვის ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 2,4 მლრდ-ის დონეზე იქნება, რაც 30%-ით მეტია გასულ წლის მონაცემებთან, მაგრამ 47%-ით დაბალი COVID-19-მდე არსებულ პერიოდთან, ანუ 2019 წელთან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023