ფოტო: yourtango.com
მსოფლიო
21/08/2021

ილონ მასკი ჰუმანოიდ რობოტ Tesla Bot-ს მომავალი წლისთვის შექმნის

ილონ მასკმა ჰუმაინოიდი რობოტის Tesla Bot შექმნა დაანონსა.

ბიზნესმენის თქმით, რობოტი ეკონომიკას სრულიად შეცვლის. Tesla Bot-ის  გააკეთებს საქმეს, რისი გაკეთებაც ადამიანებს ყველაზე ნაკლებად უყვართ.

Tesla Bot სამუშაოს ნეირონული ქსელის და ახალი სუპერკომპიუტერი Dojo-ს დახმარებით შეასრულებს.

„პრინციპში, თუ დავფიქრდებით იმაზე, რას  ვაკეთებთ ავტომობილებით, Tesla, შესაძლოა, მსოფლიოში რობოტექნიკის სფეროს უმსხვილესი კომპანია იყოს, რადგანაც ჩვენი მანქანები ჰგავს ნახევრად ინტელექტუალურ რობოტებს ბორბლებზე“, - განაცხადა ილონ მასკმა.

რობოტის სიმაღლე 173 სმ, წონა კი, 57 კგ. იქნება. სახის ნაცვლად კი ექნება ეკრანი, რომელზეც სასარგებლო ინფორმაცია გამოისახება. რობოტი 8 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებას შეძლებს. მის ხედვას კი უზრუნველყოფს ისეთვე კამერები, როგორიც Tesla-ს თვითმავალ ავტომობილებს აქვს.

Tesla Bot-ის პროტოტიპი სავარაუდოდ, 2022 წელს გამოჩნდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023