მსოფლიო
23/05/2022

IMF: მთავრობებმა საკვებისა და ენერგიის ხარჯები უნდა დაასუბსიდირონ

საერთაშორისო სავალუტო ფონდში ფიქრობენ, რომ გლობალურად, მთავრობებმა მათი ყველაზე ღარიბი მოქალაქეებისთვის საკვებისა და ენერგიის ხარჯები უნდა დაასუბსიდირონ.

IMF-ის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ ამის შესახებ BBC-სთან განაცხადა. მისივე თქმით, საკვებისა და ენერგიის გაზრდილი ხარჯების გამო საზოგადოების მოწყვლადი ფენა მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. 

"არსებობს ორი პრიორიტეტი, ერთი ძალიან ღარიბი ხალხი, საზოგადოების სეგმენტი, რომელიც ახლა საკვებისა და ენერგიის მაღალ ფასებთან იბრძვის. მეორე, უნდა დავეხმაროთ ბიზნესებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ",- აღნიშნა გეორგიევამ ბრიტანულ გამოცემასთან. 

გლობალურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ორი მთავარი მიზეზი კორონა ვირუსის პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომია. სწორედ ეს მოვლენები არაერთ განვითარებულ ქვეყანაში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლების საფუძველი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, წლიური ინფლაცია დიდ ბრიტანეთში 9%-ია, 8.3% ამერიკაში, ხოლო 7.4% ევროზონაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023