მსოფლიო
09/05/2023

ირანი სახელმწიფო ვალის შესამცირებლად ისტორიულ ძეგლებს ყიდის

ირანი გეგმავს, გასაყიდად გამოიტანოს 19 ობიექტი,რათა, სანქციების პირობებში, ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქოს  სახელმწიფო ვალი.

ობიექტებს გასაყიდად 22 მაისს გამოიტანენ.

ბრიტანული გაზეთის The Times-ის ინფორმაციით, გასაყიდი ობიექტების სიაშია ასევე ნავთობით მდიდარი ხუზესტანის პროვინცია ირანის სამხრეთ-დასავლეთ ირანში. სიის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა რეიენის ათასწლოვანი ციხე, ასევე ყაჯარის თავადის ნასირედინ მირზას სასოფლო რეზიდენცია, რომელიც თავადის შთამომავლებს 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ ჩამოართვეს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სანქციების გამო გასაყიდად გამოტანილი ობიექტების შეძენას მხოლოდ ირანის მდიდარი ელიტა შეძლებს, რომელსაც პოლიტიკური გავლენები აქვს.

ირანული რიალის კურსი ამ ეტაპზე ისტორიულ მინიმუმზეა. ამის მიზეზი სანქციები და ის სახალხო პროტესტია, რომელიც ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023