მსოფლიო
13/02/2023

JPMorgan: ჯერ ძალიან ადრეა ინფლაციის წინააღმდეგ გამარჯვების გამოცხადება

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ  ინფლაციის წინააღმდეგ გამარჯვების გამოცხადება ძალიან ადრეა. როგორც ჯეიმი დაიმონი „როიტერსთან“ ინტერვიუში აცხადებს, გონივრული იქნება, თუკი Fed-ი განაკვეთებს 5%-მდე გაზრდის (ამჟამად FED-ის საპროცენტო განაკვეთი 4.75%-ზეა).

„თუ ინფლაცია 2.5%-მდე დაიკლებს, ხალხი მზად იქნება გამარჯვება იზეიმოს. შესაძლოა, ჩვენ ამ გზაზე ვართ კიდეც - რბილად დასაშვებად. მაგრამ თუ ინფლაცია 3.5% ან 4% იქნება, მაშინ საჭირო გახდება საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტად გაზრდა, ვიდრე ეს 5%-ია“ - აცხადებს JPMORGAN Chase & CO-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე თქმით, მიმდინარე ეკონომიკა კარგად მუშაობს და მომხმარებლები ხარჯავენ ფულს, თუმცა, ამ ვითარებას ხელს  ინფლაციური რისკები უშლის.

„ვსაუბრობ პოტენციურ ქარიშხალზე, რომელის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. შეიძლება, ინფლაცია არ შემცირდეს ისე, როგორც ხალხი ფიქრობს, განაკვეთები შეიძლება გაიზარდოს. ამ ყველაფრის რისკებს კი ქმნის უკრაინის ომი და ის ეფექტი, რაც ამას აქვს ნავთობის ბაზრებზე, გაზის ბაზრებზე, სურსათის ბაზრებზე და ღარიბ ქვეყნებზე მთელს მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა გაიაზროს ეს საკითხი, სანამ გამარჯვებას იზეიმებს“ - აცხადებს ჯეიმი დაიმონი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023