მსოფლიო
03/07/2023

კანადაში პორტების თანამშრომლები გაიფიცნენ

კანადის დასავლეთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, პორტების რამდენიმე ათასი თანამშრომელი გაიფიცა. ინდუსტრიის მასშტაბით, მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტების განახლებაზე, რომელსაც ვადა მარტში ამოეწურა.

„ბრიტანეთის კოლუმბიის საზღვაო დამსაქმებელთა ასოციაციამ“ (BCMEA) განაცხადა, რომ ისინი შეხვდნენ გაფიცულ„საერთაშორისო ლონგშორისა და საწყობების კავშირის“ (ILWU Canada) წარმომადგენლებს მოსალაპარაკებლად, თუმცა, სავარაუდო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

დავა კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულებაზე მოიცავს დაახლოებით 7,500 თანამშრომელს პროვინციის 30 ტერმინალში.

გაფიცულები მოლაპარაკებებს დღეს განაახლებენ, რათა შეთანხმებას მიაღწიონ და ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში თავიანთი პირველი გაფიცვა დაასრულონ.

გაფიცვა საფრთხეს უქმნის და აფერხებს ოპერირებას კანადის ორ ყველაზე დატვირთულ - ვანკუვერისა და პრინს რუპერტის პორტებში, რომლებიც ბრუნვის მიხედვით ქვეყნის ნომერ 1 და მე-3 პორტებია. ისინი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების, საქონლის ექსპორტისა და ნედლეულის შემოტანის მთავარი კარიბჭეა.

ამ პორტებში ყოველდღე 604 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გადის, რაც კანადის მთლიანი სავაჭრო ნაკადის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, გამოსვლას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს კანადის ეკონომიკისა და მცირე ბიზნესისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023