მსოფლიო
27/04/2023

კუბა ნავთობის მარაგის შესავსებად რუსეთსა და მექსიკას მიმართავს

კუბა ნავთობის მარაგის შესავსებად სულ უფრო ხშირად მიმართავს რუსეთსა და მექსიკას - ამის შესახებ Reuters-ი ინფორმაციას შიდა მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანა დიზელისა და ბენზინის მწვავე დეფიციტის წინაშე, ვენესულას გამო აღმოჩნდა.

ვენესუელა ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყო კუბის მთავარი პოლიტიკური მოკავშირე და კუნძულოვანი ქვეყნისთვის ნედლი ნავთობისა და საწვავის უდიდესი მიმწოდებელი. ქვეყანას აწვდიდა საწვავს ელექტროენერგიის, ბენზინის, დიზელის, თვითმფრინავის საწვავისა და გაზისთვის.

ახლა, სამხრეთ ამერიკელი ხალხის ბრძოლამ - საკუთარი საჭიროებისთვის საკმარისი საწვავი მოიპოვონ, ვენესუელას ხელი შეუშალა კარიბის ზღვის აუზის სამეზობლო სრულად გამოეკვება. წელს ვენესუელას ნავთობის ექსპორტი კუბაში დღიურად 55,000 ბარელამდე (bpd) შემცირდა, 2020 წლის 80,000 ბარელიდან.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან ექსპორტს, გემის Refinitiv Eikon-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მექსიკამ საწვავის მზარდი მოცულობა გაუგზავნა კომუნისტების მიერ მართულ ქვეყანას. ნოემბრიდან მოყოლებული კუბამ ასევე სულ მცირე ხუთი ტანკერი მიიღო რუსეთიდან, რომელიც დიდი ხნის მიმწოდებელია. ასევე საწვავი მიიღო კარიბის ზღვის ტერმინალებიდან და ევროპიდან.

ამის მიუხედავად, საწვავი კუნძულზე კვლავ არასაკმარისია.

კუბის სახელმწიფო ნავთობკომპანია Cupet-ის კომერციალიზაციის დირექტორმა ლიდია როდრიგესმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ კუბას დიზელისა და ბენზინის დაბალი მარაგი აქვს. დეფიციტშია ისეთი ნედლი ნავთობიც, რომლის გადამუშავებაც ადგილობრივ ქარხნებს შეუძლიათ.

კუბის მთავრობამ კი, გასულ კვირას განაცხადა, რომ საწვავის ტრადიციულმა მომწოდებლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები. ოფიციალური პირები კრიზისში აშშ-ს სანქციებსაც ადანაშაულებენ, რომლებიც კუბაში საწვავის დაფინანსებას და ტრანსპორტირებას ართულებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023