მსოფლიო
11/09/2020

L'Oreal-ი მაღაზიებში მაკიაჟის გადამამუშავებელ ურნებს განათავსებს

კოსმეტიკური გიგანტი L'Oreal-ი ბრიტანეთის 1000 მაღაზიაში მაკიაჟის გადამამუშავებელ ურნებს განათავსებს. მაღაზიებში გადამამუშავებელ ურნებს Maybelline და გადამამუშავებელი ფირმა TerraCycle დაამონტაჟებს.

L'Oreal-ის დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიას სურს სილამაზის გადამუშავების ჩვევების ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

მომხმარებლებს შეუძლიათ ცარიელი მაკიაჟის პროდუქტები ნებისმიერი ბრენდის გადამამუშავებელ ყუთებში მოათავსონ. ეს შეიძლება იყოს, თვალის ჩრდილის პალიტრები, ტონალური კრემი ან კორექტორი, ტუში, თვალის ლაინერი და სხვა. გამონაკლისია, მაკიაჟის ფუნჯები, ფრჩხილის ლაქი და აეროზოლები.

Maybelline–მა 1000-ზე მეტი მომხმარებელი გამოკითხა. მაკიაჟის მოყვარულთა თითქმის ნახევარმა არ იცოდა, რომ სილამაზის პროდუქტების გადამუშავება შესაძლებელი იყო.

კითხვაზე, თუ რა განასხვავებს Maybelline და TerraCycle–ის ახალ სქემას "Make-up Not Make Waste" სხვა მსგავსი სქემებისგან, TerraCycle– ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა სტივენ კლარკმა, თქვა, რომ მონაწილე მაღაზიების რაოდენობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად მოახდინონ გამოყენებული პროდუქტების გადამუშავება.

„ფირმას შეუძლია შერეული მასალების გადამუშავება, როგორიცაა კომპაქტური სარკეები, სილამაზის სხვადასხვა საგანი, რასაც ადგილობრივი ორგანიზაციები არ გააკეთებენ", – აღნიშნავს სტივენ კლარკი.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც Greenpeace-ში აცხადებენ, ერთჯერადი პლასტმასის წარმოების შემცირების გარეშე, ბრენდების მონაწილეობა გარემოს დაცვაში არასაკმარისი იქნება.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023