მსოფლიო
11/09/2023

Lotus-ი მასობრივი ბაზრისთვის სრულად ელექტრო სპორტულ ავტომობილს უშვებს

Lotus-მა ნიუ-იორკში სრულად ელექტრო (GT) სპორტული მანქანა Emeya წარადგინა. ეს ბრიტანული ავტომწარმოებლის უახლესი ნაბიჯია და ნიშური ბრენდიდან მასობრივ წარმოებაზე გადასვლის გეგმას უკავშირდება.

შედარებისთვის, Lotus-ის წინა მოდელის Eletre SUV ფასი 90,000 ფუნტიდან ($112,300) 130,000 ფუნტამდე მერყეობს. მისი წარმოება კომპანიამ წელს დაიწყო.

რაც შეეხება, ახალ ავტომობილს, მისი ფასი ჯერ უცნობია, თუმცა, კომპანიის გეგმა 2028 წლისთვის 150,000 ავტომობილის გაყიდვაა.

ახალ GT-ს აქვს ძვირადღირებული ფუნქციები, რაც მას გრძელ დისტანციებზე მართვისთვის უფრო კომფორტულს ხდის.

მწარმოებელი Emeya-ს წარმოებას 2024 წელს ვუჰანში, ჩინეთის ქარხანაში დაიწყებს, რომელსაც ჩინური ავტომწარმოებელი Geely მართავს. Geely ამ საწარმოს Lotus-ის შვილობილ კომპანისთან, მალაიზიურ Etika Automotive-თან ერთობლივად ფლობს.

Emeya-ს მაქსიმალური სიჩქარე საათში 155 მილია (250 კმ) და სწრაფი დატენვის შესაძლებლობა აქვს.

Lotus-ის კომერციულმა დირექტორმა მაიკ ჯონსტონმა განაცხადა, რომ კომპანიის სამიზნე ჯგუფი ის ადამიანები არიან, რომლებიც „ეძებენ რაღაც განსხვავებულს ელექტროფიცირებულ GT სტილის სპორტულ მანქანაში“.

დაარსებიდან - 1948 წლიდან Lotus წელიწადში 5000 მანქანას აწარმოებდა, ახლა ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023