მსოფლიო
13/04/2023

Louis Vuitton-ისა და Dior-ის მოდის სახლების გაყიდვები 17%-ით გაიზარდა

ფრანგული ჯგუფის LVMH-ის გაყიდვები პირველ კვარტალში 17%-ით გაიზარდა. ზრდა ჩინეთის ბიზნესში დაბრუნებითაა გამოწვეული.

მსოფლიოს უდიდესი ძვირადღირებული ბრენდების კომპანია ფლობს Louis Vuitton-ისა და Dior-ის მოდის სახლებს, ასევე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ Hennessy-ს და ამერიკელ საუიველირო ბრენდ Tiffany-ის. მისმა გაყიდვებმა პირველ კვარტალში 21,04 მილიარდ ევროს (23,10 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია.

ამ მაჩვენებლებით ჯგუფმა ნავარაუდებ 8%-იან ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, მიუხედავად ვალუტის რყევებისა და აშშ-ის ბაზარზე შესყიდვების შემცირებისა.

LVMH-ის მაჩვენებლები, რომელიც მზარდი ინფლაციისა და ბაზრის არეულობის მიმართ მდგრადი აღმოჩნდა, მიანიშნებს ჩინეთის აღდგენის მასშტაბის პირველ სურათზე, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კოვიდ შეზღუდვების შედეგად გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამასთან, ეს მაჩვენებლები შეამსუბუქებს ინვესტორების შეშფოთებას აშშ-ს ბაზრის შენელებასთან დაკავშირებით. ამ ბაზარზე ევროპული მოდის სახლების მიმართ ძლიერი მოთხოვნა გასულ წელს გაზარდა, თუმცა, ახლა შემცირების ტენდენცია აქვს. გაყიდვები განსაკუთრებულად შემცირებულია და ახალგაზრდა, დაბალმხარჯველ მოსახლეობაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023