ფოტო: GETTY IMAGES
მსოფლიო
21/06/2021

McDonald's-ი 50 ობიექტის გახსნას და 20 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს

სწრაფი კვების ობიექტების გიგანტი კომპანია McDonald's-ი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ფართოვდება.

როგორც BBC წერს, კომპანია წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში 50 სავაჭრო ობიექტის გახსნას და 20 000 პერსონალის დაქირავებას გეგმავს.

კომპანიას უკვე 1 400 რესტორანი აქვს დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში, სადაც 130 000 თანამშრომელია დასაქმებული.

„პანდემიის დროს დაკარგული სამუშაოები კი არ უნდა ჩანაცვლდეს, არამედ უნდა მოვემზადოთ ეკონომიკის ხელახლა გახსნისთვის,“ – აცხადებს McDonald's-ი.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მისტერ პომროიმ Telegraph-თან აღნიშნა, რომ ფანტასტიური შედეგი იქნება, თუ კომპანია დამატებით 20 000 ადამიანის დასაქმებას და McDonald's-ში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

McDonald's-ის თქმით, ყველა დასაქმებულს მინიმალურ ხელფასზე მეტს უხდის. ასევე კომპანია მის საკუთრებაში არსებული რესტორნების საათობრივ ხელფასს საშუალოდ 10%-ით გაზრდის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023