ფოტო: REUTERS
მსოფლიო
13/06/2022

McDonald's-ის რუსული ვერსია – სწრაფი კვების ახალი ქსელის ლოგო ცნობილია

McDonald's–ის რუსული ვერსია – სწრაფი კვების ახალი ქსელის ლოგო ცნობილია. კომპანია 15 ახალ რესტორანს ამ კვირაში გახსნის, – წერს რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS.

როგორც ამბობენ, ლოგო ასახავს ბურგერს და ფრანგულ კარტოფილს. 

"ლოგოს მწვანე ფონი სიმბოლოა პროდუქციისა და მომსახურების ხარისხზე, რომელსაც ჩვენი სტუმრები სჩვევიათ", - განუცხადა TASS-ს კომპანია Sistema PBO-მა, რომელიც მანამდე McDonald's–ის ბიზნეს მართავდა.

სოციალურ ქსელში ლოგოს გამოხმაურებაც მოყვა და ბევრი მიიჩნევს, რომ M–ს გავს.

გაზეთ იზვესტიას ცნობით, Sistema PBO-მ ახალი ქსელის რვა პოტენციური სახელი წარუდგინა Rospatent-ს, რომელიც რუსეთის სამთავრობო სააგენტოა და პასუხისმგებელია ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, განხილული სახელები მოიცავს "ტოტ სამი", რაც ითარგმნება როგორც "იგივე" და "Svobodnaya Kassa", რაც ნიშნავს "ხელმისაწვდომ სალარო აპარატს".

McDonald's ამასთან დაკავიშერიბთ BBC-ისთან კომენტარი არ გააკეთა.

ცნობისთვის, McDonald's–მა რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან 2 კვირაში მუშაობა შეაჩერა. გასულ თვეში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ჰუმანიტარული კრიზისისა და არაპროგნოზირებადი ოპერაციული გარემოს გამო, ქვეყანას სამუდამოდ ტოვებს და რესტორნებსაც ყიდის.

სწრაფი კვების გიგანტმა გახსნა თავისი პირველი რუსული რესტორანი მოსკოვში 1990 წლის იანვარში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023