ფოტო: PFIZER
მსოფლიო
22/04/2021

მექსიკასა და პოლონეთში Pfizer-ის ყალბი ვაქცინა აღმოაჩინეს

Pfizer–ი აცხადებს, რომ მექსიკასა და პოლონეთში გამოვლინდა პირველი დადასტურებული ფაქტები, რომელიც ამტკიცებს, რომ კრიმინალებს მცდელობა ჰქონდათ ყალბი ვაქცინით მსოფლიო ვაქცინაციის კამპანია ბოტორად გამოეყენებინათ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მექსიკაში 80-მდე ადამიანმა მიიღო ვაქცინის ყალბი დოზა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ მნიშვნელოვანი დაზიანება არ გამოვლენიათ.

კომპანიის მიერ მოხდა ცალკეულ გამოკვლევებში ჩამორთმეული ფლაკონების შემოწმება და დაადასტურა, ვაქცინის სიყალბე. მექსიკაში ამოღებულ ფლაკონებს ასევე ჰქონდათ თაღლითური მარკირება, ხოლო პოლონეთში ფლაკონების შიგნით არსებული ნივთიერება, სავარაუდოდ, იყო ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება.

”ვაქცინა პლანეტაზე ყველას სჭირდება. ამის გამო ბევრი სასოწარკვეთილია. ჩვენ ახლა გვაქვს ძალზე შეზღუდული მიწოდება, რომელიც გაიზრდება სხვადასხვა კამპანიის საშუალებით, მანამდე კი კრიმინალებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ისარგებლონ არსებული სიტუაციით“,- თქვა ლევ კუბიაკმა, Pfizer– ის უსაფრთხოების უსაფრთხოების უფროსმა.

გასულ თვეში ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში პოლიციამ საწყობებში და საწარმოებში ათასობით დოზა ყალბი Covid-19 ვაქცინა ამოიღო და ათობით ადამიანი დააკავა.

მექსიკა ასევე იძიებს რუსეთიდან დაახლოებით 6,000 დოზა Sputnik ვაქცინის წარმომავლობას, რომელიც კერძო თვითმფრინავიდან ჰონდურასისკენ დაიძრა. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდმა, რომელიც საერთაშორისო ვაქცინის ბაზარზე გადაზიდვას ახორციელებს, თქვა, რომ ჩამორთმეული დოზების ფოტოსურათების ანალიზი მათ სიყალბეზე მიანიშნებს.

”ყოველთვის, როდესაც გარკვეულ სფეროებში არის შეუსაბამობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ შეავსონ ეს სხვაობა ყალბი საშუალებებით”, - თქვა ტონი პელიმ, BSI ჯგუფის კონსულტანტმა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეცეპტით გაყალბებული წამლები უფრო მომგებიანი გახდა, აცხადებენ ინდუსტრიის და უსაფრთხოების წარმომადგენლები. ყალბი რეცეპტით გამოწერილი წამლის ბაზარი ყოველწლიურად 200 მილიარდ დოლარზე მეტია, აცხადებს PricewaterhouseCoopers–ის.

Pfizer– ის და პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, იანვრის თვეში პოლონეთის პოლიციამ ამოიღო არაერთი ფლაკონი, რომელიც სავსე იყო გაურკვეველი სითხით, რომელაც  Pfizer-BioNTech ვაქცინა ეწოდა. პოლონეთის პროკურორების მიერ გამოძიების შედეგად, ყალბი დოზა არავის მიუღია. პოლონეთის პოლიციამ კი დააკავა ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება თაღლითობაში.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023