მსოფლიო
06/03/2023

მექსიკაში ტეკილას დეფიციტს არ ადასტურებენ

კლასიკური მექსიკური ლიქიორის დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „მექსიკის ტეკილას ინდუსტრიის ეროვნული პალატა“ უარყოფს.

თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროპულ ბაზარზე ტეკილაზე მზარდმა მოთხოვნამ და ფასების ზრდამ დეფიციტი წარმოშვა. მათ შორის აგავას მცენარის, რომელისგანაც ტეკილა მზადდება.

”ჩვენ არ გვაქვს აგავას დეფიციტის პრობლემა… მე ვფიქრობ, რომ მოთხოვნის ზრდა ევროპაში გაგრძელდება”, - განაცხადა „მექსიკის ტეკილას ინდუსტრიის ეროვნული პალატის“ პრეზიდენტმა ლუის ფერნანდო ფელიქსმა მეხიკოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

2021 წელს ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მექსიკიდან ტეკილას ექსპორტის მოცულობა საშუალოდ 60%-ით გაიზარდა, გასულ წელს კი 73%-ით.

„როგორც სხვა ინდუსტრიებს, ჩვენ გვქონდა დეფიციტი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ დღეს სიმძლავრის პრობლემა არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ინდუსტრიამ შესაძლოა, გაზარდოს წარმადობა 6%-დან 7%-მდე წელს, რადგან უკვე გაზიარდა ფასები. ჯამში, აშშ-ში ფასი შეიძლება გაიზარდოს 10%-მდე, ისევე, როგორც ევროპაში“ – აცხადებს ლუის ფერნანდო ფელიქსი.

კვლევითი კომპანია Bernstein-ის თანახმად, კილოგრამი აგავას ღირებულება რომელიც დაახლოებით 5-7 მექსიკური პესოს ($0.27-$0.37) შეადგენდა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა და 2022 წლის ბოლოს 31 პესოს მიაღწია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023