მსოფლიო
02/06/2023

Meta-მ შემდეგი თაობის შერეული რეალობის VR სათვალე Quest 3 წარადგინა

Meta Platforms-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის შემდეგი თაობის შერეული რეალობის სათვალე Quest 3 წარადგინა.

მისი ფასი 499 დოლარიდან იწყება, მოწყობილობა 40%-ით თხელი იქნება კომპანიის წინა მოდელთან შედარებით.

„ახალი მოდელი მოიცავს ფერად შერეულ რეალობას, რომელიც აერთიანებს აუგმენტური და ვირტუალური რეალობის ელემენტებს“ - დაწერა ცუკერბერგმა თავის პოსტში ინსტაგრამზე.

Quest 3-ს ექნება ახალი Qualcomm ჩიპსეტი ორჯერ მაღალი გრაფიკული შესრულებით. უფრო მეტი დეტალის მიწოდებას ცუკერბერგი მომხმარებელს სექტემბერში, კომპანიის ვირტუალური რეალობის კონფერენციაზე ჰპირდება.

აღსანიშნვია, რომ ახალი მოწყობილობის შესახებ ცუკერბერგმა Apple-ს დაასწრო და ერთი კვირით ადრე განაცხადა. მისი ტექნოლოგიური კონკურენტი Apple AAPL.O თავისი პირველი შერეული რეალობის მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გეგმავდა.

Meta ამჟამად AR/VR მოწყობილობების ბაზარზე დომინირებს. ბაზრის კვლევის ფირმა IDC-ის შეფასებით, 2022 წელს გაყიდული 8.8 მილიონი სათვალის თითქმის 80%-ი Meta-ზე მოდის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023