© REUTERS
მსოფლიო
26/04/2023

Microsoft-ის $68,7 მლრდ-იანი გარიგება Activision Blizzard-ის შესაძენად დიდი ბრიტანეთის კონკურენცის ორგანომ დაბლოკა

Microsoft-ის $68,7 მილიარდის გარიგება ვიდეო თამაშების კომპანია Activision Blizzard-ის შესაძენად, დიდ ბრიტანეთში კონკურენციისა და ბაზრის ორგანომ დაბლოკა.

გარიგება ითვალისწინებდა Microsoft-ის წვდომას Call of Duty და Candy Crush-ზე.მარეგულირებელმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია, გარიგების ნაკლებად ინოვაციურობით ნაკლები არჩევანით მოთამაშეებისთვის სწრაფად მზარდი ღრუბლოვანი თამაშების ბიზნესში- წერს BBC-ი.

Microsoft-მა და Activision-მა გააკრიტიკეს გადაწყვეტილება და განაცხადეს, რომ გაასაჩივრებდნენ.

"CMA-ს ანგარიში ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთის ამბიციებს, გახდეს მიმზიდველი ქვეყანა ტექნოლოგიური ბიზნესის ასაშენებლად. ჩვენ აგრესიულად ვიმუშავებთ Microsoft-თან, რათა ცვლილებები შეიტანოს გასაჩივრებისას", - განაცხადა Activision-ის სპიკერმა.

"მოხსენების დასკვნები ზიანს აყენებს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, რომლებსაც უფრო მძიმე ეკონომიკური პერსპექტივები ემუქრებათ. ჩვენ გადავაფასებთ ჩვენი ზრდის გეგმებს დიდი ბრიტანეთისთვის. გლობალური ინოვატორები, დიდი და პატარა, გაითვალისწინებენ, რომ დიდი ბრიტანეთი აშკარად დახურულია ბიზნესისთვის. CMA-ს გადაწყვეტილება უარყოფს პრაგმატულ გზას კონკურენციის პრობლემების გადასაჭრელად და ხელს უშლის ტექნოლოგიური ინოვაციებსა და ინვესტიციებს გაერთიანებულ სამეფოში."- განაცხადა ბრედ სმიტმა, ვიცე-თავმჯდომარემ და Microsoft-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკვე გააფორმეს კონტრაქტები Activision Blizzard-ის პოპულარული თამაშების 150 მილიონზე მეტ მოწყობილობაზე მისაწვდომად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023