მსოფლიო
29/07/2020

მსოფლიოში სამგზავრო ავიაგადაზიდვები 2019 წლის ნიშნულს 2024 წელს დაუბრუნდება – IATA

მსოფლიოს მასშტაბით სამგზავრო ავიაგადაზიდვების სრულმასშტაბიანი აღდგენის პროცესი თანდათან უფრო ნეგატიურ ხასიათს იღებს.

avianews.ge წერს, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) პროგნოზირებს, რომ ავიაგადაყვანები ძველ ნიშნულს 2024 წელს თუ დაუბრუნდება, ხოლო Moody`s-ის ანალიტიკოსების გათვლებით, 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნება 2023 წლისთვის მოხერხდება.

სტატისტიკური მონაცემებით, ივნისში მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 86.5%-ითაა შემცირებული. რაც თავის მხრივ მაისის მონაცემებთან შედარებით გაუმჯობესებაა, რადგანაც 2020 წლის მაისი 2019 წლის მასთან შედარებით მსოფლიოში მგზავრთნაკადი 91%-ით იყო შემცირებული. 

IATA-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საჰაერო მიმოსვლის ნელი აღდგენის მიზეზად დასახელებულია COVID-19-ის გავრცელების დონე აშშ-ში და სხვა განვითარებას ქვეყნებში. 

IATA-ს განმარტებით ზოგიერთ ქვეყანაში გახანგრძლივებული და ზოგგანაც ხელახლა დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად მოქმედებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023