მსოფლიო
10/08/2022

მსოფლიოში ზეითუნის ზეთის 25%-იან გაძვირებას ელიან

ევროპაში სითბური ტალღების მატების და მოსავალზე მისი უარყოფითი გავლენის გამო გლობალური ექსპორტიორები ზეითუნის ზეთზე ფასის 25%-იან მატებას ელიან.

BBC-ის ცნობით, გლობალურად ზეითუნის ზეთის ნახევარს ესპანეთი აწარმოებს და იქ სითბურმა ტალღებმა მოსავალი უკვე საგრძნობლად დააზიანა. ამასთან, გამოწვევის წინაშე დგანან დასავლეთის ევროპის სხვა ქვეყნებიც, როგორიცაა იტალია და პორტუგალია. ამ ქვეყნებშიც ბოლო კვირების განმავლობაში მაღალი ტემპერატურა და წვიმების ნაკლებობაა, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობაზე. სწორედ ამ მიზეზების გამო BBC-სთან წამყვანი ექსპორტიორები აცხადებენ, რომ ზეითუნის ზეთი 20%-25%-ის ფარგლებში გაძვირდება. 

საერთაშორისო გამოცემის ცნობით, გასულ წელს ესპანეთმა 1.4 მილიონი ტონა ზეითუნის ზეთი აწარმოა, თუმცა წელს ესპანეთის ოფიციალური პირები მხოლოდ 1 მილიონის წარმოებას პროგნოზირებენ. მათივე ვარაუდოთ, მაღალ ტემპერატურასა და წვიმის ნაკლებობას გავლენა მომავალი წლის მოსავალზეც ექნება. 

აღნიშნული ექსპტრემალური პირობები ზეითუნის ზეთის გლობალურ ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, გასულ თვესთან შედარებით ივლისში Mintec-ის საორიენტაციო ფასი რეკორდულ დონემდე, 7.3%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023