მსოფლიო
22/06/2020

Nissan-ი და Sunwoda მომავალი თაობის ბატარეების შექმნას გეგმავენ

ნისან მოტორსი და სანვოდას ელექტრო მანქანების ბატარეების კომპანია, ნისანის e-Power ტექნოლოგიის მანქანებისთვის, მომავალი თაობის ბატარეების ერთობლივი განვითარების შესწავლას დაიწყებენ.

ორი კომპანია ასევე რაციონალური წარმოების სისტემების განვითარებასაც განიხილავს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ერთობლივად განვითარებული ბატარეების სტაბილური მომარაგების შესაძლებლობა. ნისანი და სანვოდა, კვლევის განსაკუთრებული შინაარსისა და პირობების გათვალისწინებით, საბოლოო შეთანხმების გაფორმებას წლის ბოლოსთვის გეგმავენ.

ნისანი აფართოებს მისი ელექტრო და e-Power ტექნოლოგიის მანქანების გლობალურ შემადგენლობას. კომპანიის e-Power ტექნოლოგია  ენერგიას პირდაპირ ბორბლებს აწვდის და ასევე ამარაგებს საწვავზე მომუშავე ძრავს, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროობას.

ნისანი, ჯილდოს მფბლობელ 100% ელექტრო მოტორზე მომუშავე e-Power ტექნოლოგიას გლობალურად B და C სეგმენტზე გააფართოვებს. კომპანია 2023 ფისკალური წლის ბოლოსთვის, წლიურად 1 მილიონზე მეტი ელექტრო მანქანის გაყიდვას ელის.

ნისანი დარწმუნებულია, რომ სანვოდას ღრმა ტექნოლოგიური კომპეტენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნისანის e-Power სტრატეგიის განვითარებაში. კომპანიები ასევე განიხილავენ უსაფრთხო მიწოდების სისტემის შემუშავებას, გლობალური ბიზნეს გამოწვევების კვალდაკვალ.

 

ფოტო: electrive.com

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023