მსოფლიო
29/05/2023

Nvidia ტრილიონ დოლარიანი კომპანია ხდება

ჩიპების მწარმოებელი Nvidia ახლოსაა, რომ  მსოფლიოში ჩიპების ტრილიონ დოლარიანი პირველი ფირმა გახდეს. მისი საბაზრო შეფასება დაახლოებით 189 მილიარდი დოლარით, 945 მილიარდ დოლარამდე იზრდება.

კომპანიის აქციები ხანგრძლივ გამოცოცხლებას აჩვენებს მას შემდეგ, რაც ამ პროგნოზის შესახებ გახდა ცნობილი. Nvidia-ის აქციებმა მიმდინარე კვირაში 25%-ით იმატა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია წინასაბაზრო ვაჭრობაში.

შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ჩიპებისა და AI-ზე ორიენტირებულ ფირმებში, რამაც საფონდო ბაზრებზე - იაპონიასა და ევროპაში გამოცოცხლება გამოიწვია. 2%-დან 8%-მდე ზრდა ფიქსირდება აშშ-ის კომპანიებში, მათ შორის არიან Alphabet Inc, Microsoft Corp და AMD.

ანალიტიკოსები ჩქარობდნენ გაეზარდათ ფსონები Nvidia-ს აქციებზე. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის ყველა გზა კომპანიამდე მიდის, რადგან ის აწარმოებს ჩიპებს, რომლებიც ChatGPT-ისა და მრავალი მსგავსი სერვისისთვის გამოიყენება.

Nvidia მეხუთე ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული კომპანია. მიდინარე კვირის პროგნოზითა და უოლ სტრიტის შეფასებით, კომპანიის შემოსავალი კვარტლურად 50%-ზე მეტით გაიზრდება. კომპანია აცხადებს, რომ წლის მეორე ნახევარში გაზრდის AI ჩიპების მიწოდებას, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023