მსოფლიო
24/03/2023

ოლაფ შოლცი: ევროპის საბანკო სისტემა სტაბილურია

ევროპის საბანკო სისტემა სტაბილურია, გერმანიის უდიდესი ბანკი Deutsche კი, მომგებიანი - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის შემდეგ განაცხადა.

„ბოლო წლებში ჩვენ ძალიან მკაცრი წესები შემოვიღეთ და ამან გაამართლა“- თქვა შოლცმა და დასძინა, რომ Deutsche Bank-მა საფუძვლიანად მოახდინა ბიზნეს მოდელის რეორგანიზაცია. ახლა ის მომგებიანი ბანკია და არანაირი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

„საბანკო სისტემა სტაბილურია ევროპასა და ევროკავშირში. ევროზონას ჰყავს მარეგულირებელი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში, რომელთაც მკაცრი წესები დანერგეს და ამან შედეგი გამოიღო. ამ ყოველივეს საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის საბანკო რეგულატორები და ფინანსური სისტემა ძლიერი და სტაბილურია“- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპული საბანკო აქციები მკვეთრად დაეცა, Deutsche Bank-ის აქციები კი ბოლო სამ დღეში 12%-ით გაუფასურდა.

ჯამში, გერმანიის უმსხვილესი ბანკის აქციებმა მარტში ღირებულების მეხუთედი დაკარგეს.

გლობალური საბანკო სექტორი მას შემდეგ შეირყა, რაც ამერიკულმა ბანკებმა - SVB-მ და Signature Bank-მა მოულოდნელი კოლაფსი განიცადეს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება 15 წლის წინანდელი გლობალური ფინანსური კრიზისისგან განსხვავდება - ბანკები უკეთესად კაპიტალიზებული არიან, ხოლო სახსრები - უფრო ადვილად ხელმისაწვდომია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023