მსოფლიო
09/06/2023

ყველაზე კაშკაშა ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე $34.8 მილიონად გაიყიდა

კაშკაშა ვარდისფერი ბრილიანტი, რომელიც აღწერილია, როგორც ყველაზე მკვეთრი ვარდისფერი ბრილიანტი, რაც კი ბაზარზე ოდესმე გამოსულა, ნიუ-იორკში აუქციონზე $34,8 მილიონად გაიყიდა.

აუქციონის სახლის Sotheby's-ის თანახმად, ამ შესყიდვამ Fancy Purplish-Pink Diamond-ზე მსოფლიო საააუქციონო რეკორდი დაამყარა და ახალი ფასი თითო კარატზე $3,292,763-ით განისაზღვრა.

"მას ჰქვია "მარადიული ვარდისფერი" და საფუძლიანადაც. ეს არის 10,57 კარატი ლამაზი, ნათელი, მეწამული ვარდისფერი ბრილიანტი, რაც უიშვიათესი და ყველაზე ინტენსიურად გაჯერებული ფერია, რაც კი ოდესმე მინახავს. აქვს ბალიშის ფორმა და უნაკლო აგებულება“ - განმარტავს Sotheby's-ის ძვირფასეულობის განყოფილების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ფრენკ ევერეტი.

23,78 კარატიანი უხეში ბრილიანტი, რომელსაც „მარადიული ვარდისფერი“ ეწოდა, ბოტსვანაში, Damtshaa-ს მაღაროში 2019 წელს მოიპოვეს. დამუშავებული ბრილიანტი ბაზარზე ექვსი თვის შემდეგ, ბალიშით ფორმითა და 10,57 კარატით გამოჩნდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023