მსოფლიო
11/02/2021

რიანას ტანსაცმლის ხაზი Fenty იხურება

LVMH ჯგუფის და მომღერალი რიანას 2 წლიანი თანამშრომლობა, Fenty–ს სამოსის წარმოების შეწვეტით დასრულდა. როგორც BBC-ი წერს, ეს არ ეხება, ქალის თეთრეულის ხაზს Savage X Fenty, ისევე როგორც კოსმეტიკურ ხაზებს Fenty Beauty და Fenty Skin–ს.

მოდის ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიანას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, Fenty-ს ეტიკეტის ფასები მათი უმეტესობისთვის მიუღებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ რიანა პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც LVMH ბრენდის ქვეშ დაიწყო თანამშრომლობა.

ამ წლის დასაწყისიდან ბრენდის ინსტაგრამის ანგარიშზე პოსტები არ ყოფილა და გასული წლის ნოემბრის შემდეგ არც ახალი კოლექცია გამოჩენილა. რიანას გადაადგილება მოდის სამყაროში მოხდა მისი მუსიკალური კარიერის ხარჯზე. ყველაფრის მიუხედავად, LVMH-ი აცხადებს, რომ კონცენტრირებას ბრენდის გრძელვადიან განვითარებაზე მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ LVMH ჯგუფი მსოფიოში ცნობილ ბრენდებს აერთიანებს. მათ შორის ფლობს Louis Vuitton და Dior–ს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023