მსოფლიო
03/03/2023

რუსეთის ატომური ენერგეტიკის სექტორს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს

ევროპული ქვეყნების ნაწილი რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შეწყვეტას ითხოვს.

ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფრენციაზე, პოლონეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთი ბომბავს უკრაინის ატომური სადგურების გადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებს, რის გამოც მილიონობით ადამიანს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ტოვებს. ამასთან, ზრდის ბირთვული ავარიის რისკებს.

“ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ნებისმიერი ბირთვული თანამშრომლობა რუსეთთან. ამ ქვეყანამ დაიპყრო უკრაინის ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური ერთი წლის წინ, ომის დაწყების შემდეგ. ხოლო ევროპაში ყველაზე დიდი სადგური ექვსი რეაქტორით - ფრონტის ხაზთან რჩება. რუსი ექსპერტები ბირთვულ საკითხებში ზაპოროჟიაში რჩებიან და თითქოს, ატომური ელექტროსადგურის მართვას „ცდილობენ“. ჩვენ უნდა დავასრულოთ ნებისმიერი ბირთვული თანამშრომლობა რუსეთთან და უნდა გავუფუჭოთ ექსპერტული რეპუტაცია. მჯერა, რომ ევროპა ამას შეძლებს“ - განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა ანა მოსკვამ.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრიმა კი, რუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო საფრთხეების ფონზე განახლებად ენერგიაზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინას სურს ელექტროენერგიის წარმოების დეცენტრალიზაცია, რათა რუსებს ელექტროსადგურებზე თავდასხმა გაურთულდეთ.

„შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მომავალ ზამთარში ჩვენ კვლავ ვიქნებით ომში და მათ ისევ და ისევ შეეძლებათ თავს დაესხნენ ენერგეტიკულ სექტორს. თუ ჩვენ განვავითარებთ განახლებადი ენერგიის სხვადასხვა ობიექტებს, ძალიან რთული იქნება ამდენი ობიექტის დამიზნება ქვეყნის მასშტაბით, მაშინაც კი, როდესაც მათ შეუძლიათ რაკეტების გამოყენება. მათთვის უფრო ადვილია გადამცემი ხაზების დამიზნება მხოლოდ იმისთვის, რომ გათიშონ, მაგალითად, ატომური სადგური“ - განაცხადა უკრაინის ეკერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ.

გასულ კვირაში ევროკავშირმა სანქციების მეათე პაკეტი მიიღო, რომელიც ეხება რუსეთს, მაგრამ არ მოიცავს სანქციებს რუსეთის ატომური ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ. ამ საკითხზე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს შორის უთანხმოებაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023