მსოფლიო
09/05/2023

Ryanair-ი Boeing-ს ახალ თვითმფრინავებს შეუკვეთავს

Ryanair-ი Boeing-ის ახალი თვითმფრინავების შეკვეთას გეგმავს. Reuters-ის წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან.

მრავალმილიარდიანი გარიგების შესახებ ცნობილი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება. ავიაკომპანია 737 MAX ტიპის თვითმფრინავებს შეისყიდის.

ჯერჯერობით, Boeing-ი და Ryanair-ი საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაგადამზიდავმა წელიწადნახევრის წინ შეაჩერა მოლაპარაკებები მინიმუმ 100 ერთეული Boeing 737 MAX თვითმფრინავის შესყიდვაზე. მხარეები მაშინ ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

ხოლო, მიმდინარე წლის მარტში Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები განახლდა, მაგრამ იმ პირობით, რომ ავიაკომპანია დაჟინებით მოითხოვს მნიშვნელოვან ფასდაკლებას.

მისივე თქმით, Ryanair განიხილავს 200 ადგილიან 737 MAX 8200-ის და 230-ადგილიან 737 MAX 10-ის შესყიდვას.

2021 წლის ბოლოს, მაიკლ ო'ლირიმ Boeing-ი ფასების "მოჩვენებით" ზრდაში დაადანაშაულა და ირლანდიურ გადამზიდავსა და მის ერთადერთ მიმწოდებელს შორის „შიდა განხეთქილების" შესახებ განაცხადა.

Boeing-მა კი თქვა, რომ იმ დროს Ryanair-ის ბიზნესს აფასებდა, მაგრამ ცდილობდა, საფასო დისციპლინა დაეცვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023