მსოფლიო
24/04/2020

Ryanair-ი ფრენებს არ განაახლებს, თუ თვითმფინავებში შუა ადგილი გაუქმდება

იმ შემთხვევაში, თუ COVID-19-თან ბრძოლის მიზნით თვითმფრინავში მგზავრების ჭადრაკისებულად განლაგების აუცილებლობა არ მოიხსნება, Ryanair-ი ფრენებს არ გააგრძელებს. შუა ადგილების უფუნქციოდ დატოვების იდეას ავიაკომპანიის უფროსი „იდიოტობას“ უწოდებს. მის პოზიციაზე BBC წერს.

მაიკლ ო’ლირი იმედს იტოვებს, რომ ფრენების 80% ოქტომბერში აღდგება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დღეს არსებული აკრძალვები ივლისში შემსუბუქდება. გამოცემის ცნობით რაინეარის უფროსი დარწმუნებულია, რომ შუა, ცარიელი ადგილები პირველ რიგში, ვერ უზრუნველყოფს სოციალურ დისტანცირებას და ფინანსურადაც წამგებიანი იქნება. Michael O’Leary ამბობს, რომ თუ ეს აკრძალვა ირლანდიის მთავრობამ მიიღო, მაშინ მანვე უნდა გადაიხადოს თვითმფრინავის შუა ადგილების საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში ავიაკომპანია ფრენებზე უარს განაცხადებს.

„66%-იანი დატვირთვის ფონზე ჩვენ ფულს ვერ გამოვიმუშავებთ“,- განაცხადა მაიკლ ო’ლირიმ Financial Times-თან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023