მსოფლიო
01/06/2023

საფრანგეთმა ელემენტების მწარმოებელი პირველი გიგაქარხანა გახსნა

საფრანგეთის ჩრდილოეთში ელემენტების მწარმოებელი პირველი გიგაქარხანა გაიხსნა. საწარმო ერთ-ერთია იმ ოთხი ქარხნიდან, რომლის აშენებასაც ქვეყნის ამ ნაწილში სხვადასხვა ევროპული და აზიური კომპანიები გეგმავენ.

Stellantis-ის, Mercedes-ისა და TotalEnergies-ის ერთობლივი საწარმო Automotive Cells Company-ი მოიცავს 2 მილიარდი ევროს ინვესტიციას. დაფინანსების თითქმის ნახევარი საფრანგეთის სახელმწიფომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო.

პროექტი ხაზს უსვამს ევროპის მთავრობებს შორის არსებულ ერთგვარ მარათონს - მოიზიდონ გლობალური ავტომობილების მწარმოებლები და მიაწოდონ მათ ელექტრომანქანების კომპონენტები.

„დღეს დიდი დღეა საფრანგეთის მრეწველობისთვის, დიდი დღეა ევროპის ინდუსტრიებისთვის. პირველად Airbus-ის პროექტის შემდეგ, საფრანგეთი და ევროპა ქმნიან ახალ ინდუსტრიულ - ელექტრო-ელემენტების სექტორს",- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა საწარმოს დათვალიერებისას.

ქარხანა წლის ბოლოს ლითიუმ-იონური ელემენტების წარმოებას დაიწყებს, საწყისი სიმძლავრით 13 გიგავატ საათი (GWh), რომელიც გაიზრდება დაახლოებით 40 GWh-მდე, რაც საკმარისია წელიწადში 500,000 მანქანისთვის. კომპანიებმა და რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ეს ხელს შეუწყობს 2030 წლისთვის 2000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ტაივანური ProLogium-ი და ჩინური Envision AESC-იც გეგმავენ გიგაქარხნების აშენებას საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონში, დუნკერკის პორტის გარშემო. ფრანგულმა Renault-მა კი პარტნიორობა დაამყარა ადგილობრივ სტარტაპერ კომპანია Verkor-თან იმავე რეგიონში, რათა მან Renault-ის პრემიუმ და Alpine ელექტრო მოდელებისთვის ელემენტები აწარმოოს.

ევროპა დიდწილად, აზიაში წარმოებულ ელექტრომობილების ელემენტებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ევროზონის ლიდერები ინდუსტრიის განსავითარებლად სტიმულების შექმნას ცდილობენ.

საკითხი უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა 430 მილიარდი დოლარის ღირებულების „ინფლაციის შემცირების აქტი“ მიიღო, რომელიც მოიცავს საგადასახადო სუბსიდიებს ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად, ასევე შიდა წარმოების გაძლიერებას.

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელიც პირადად ლობირებდა დუნკერკის რეგიონში მინიმუმ ერთი გიგა ქარხნის აშენებას, 2030 წლისთვის საფრანგეთში 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოების მიზანი აქვს დასახული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023