მსოფლიო
23/06/2023

შავი ზღვის გაზის პროექტი რუმინეთს $22 მლრდ-ს მოუტანს

გაზის ახალი პროექტი, რომელიც წარმოებაში 2027 წლისთვის შევა, რუმინეთის დაახლოებით 22 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კომპანიის OMV Petrom-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინა ვერჩერე აცხადებს.

ხანგძლივი ლოდინის შემდეგ OMV Petrom-მა და მისმა პარტნიორმა Romgaz-მა პროექტ Neptune Deep-ის განვითარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

პროექტი გულისხმობს შავი ზღვის სანაპიროზე, დაახლოებით 100 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მოპოვებას.

OMV Petrom-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პროექტი გააძლიერებს რუმინეთის ეკონომიკურ ზრდას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

„საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ ვიწყებთ Neptune Deep პროექტს, რომელიც რუმინეთის ენერგეტიკული სექტორისთვის სრულიად ახალი ეტაპი იქნება. ეს რუმინეთში პირველი და უდიდესი ღრმაწყლოვანი პროექტია. გაზის სავარაუდო გამომუშავება დაახლოებით 30-ჯერ აღემატება წლიურ მოთხოვნას დაახლოებით 4.3 მილიონი ოჯახისთვის. პროექტის სიცოცხლის განმავლობაში რუმინეთის მოსალოდნელი შემოსავალი 22 მილიარდი აშშ დოლარი იქნება“ - განაცხადა კრისტინა ვერჩერემ.

Romgaz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუმინეთი შეიძლება გახდეს ენერგიის ექსპორტიორი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვაში.

ავსტრიული OMV Petrom-ის შესაფებით, პროექტზე მუშაობა 4,36 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, რაც ორ კომპანიაზე თანაბრად გაიყოფა. ინვესტიცის უმეტესი ნაწილი 2024-2026 წლებში დაიხარჯება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023