მსოფლიო
13/05/2021

Tesla ბიტკოინს აღარ გამოიყენებს, კრიპტოვალუტის ფასი 10%–ით დაეცა

ილონ მასკმა twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ Tesla ავტომობილების შესაძენად Bitcoin-ს აღარ გამოიყენებს. ამ tweet–ის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი 10%–ით დაეცა. 

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla–მ თებერვალში $1.5 მილიარდი Bitcoin–ი იყიდა, რამაც გარემოსდამცველთა და ინვესტორთა უკმაყოფილება გამოიწვია, სწორედ ამას უკავშირებენ ბაზრის ანალიტიკოსები Tesla–ს გადაწყვეტილებას. 

”კრიპტოვალუტა კარგი იდეაა, მაგრამ არ შეიძლება ამან გარემოს დიდი ზიანი მოუტანოს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ სწრაფად იზრდება ნამარხი საწვავის გამოყენება Bitcoin–ის მოპოვებისა და ტრანზაქციებისათვის, განსაკუთრებით ქვანახშირის.“– განაცხადა მასკმა.

უკვე შესყიდულ ბიტკოინს კი ავტომობილების მწარმოებელი კომოანია არ გაყიდის და სხვადასხვა ოპერაციებისთვის გამოიყენებს. 

"გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მართვის საკითხები ახლა მრავალი ინვესტორის მთავარი მოტივაციაა. ტესლას, როგორც სუფთა ენერგიის ფოკუსირებულ კომპანიას, სურს უკეთესად იმუშაოს ESG– ს გარემოსდაცვით სფეროში, მაგრამ ცინიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ ეს არის ილონ მასკის კიდევ ერთი ნაბიჯი კრიპტოვალუტის ბაზარზე გავლენის მოხდენის მიზნით, როგორც მან ეს გააკეთა სხვა მრავალ შემთხვევაში”, - ამბობს ჯულია ლიმ Burman Invest– დან. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023