REUTERS
მსოფლიო
20/10/2022

Tesla-მ ბაზარს რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი მიაწოდა, თუმცა მოთხოვნა დაბალია

Tesla-ს  პრობლემა მიწოდების დეფიციტი, ლოჯისტიკის შეფერხებები და მზარდი ხარჯებია, რადგან ის სწრაფად აძლიერებს ელექტრო მანქანების წარმოებას.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გაუმჯობესდა ბოლო თვეებში, გამოწვევები მაინც რჩება.

ელექტრომობილების მწარმოებელმა განაცხადა, რომ მიწოდებაში რეკორდი დაამყარა და ბაზარს გაორმაგებული რაოდენობის 343,000 მანქანა მიაწოდა კვარტალში, მაგრამ იყო შემთხვევები კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით, რამაც კვარტალური ზარალი გამოიწვია.

კომპანიის შემოსავალი წინა კვარტალში მოსალოდნელზე დაბალი იყო, რადგან მანქანების გაყიდვები მოლოდინს არ აკმაყოფილებდა. თუმცა, წინა წელთან შედარებით  თითქმის 50%-იანი ზრდა აქვს. - ამის შესახებ BBC წერს.

Tesla, რომელსაც მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ბოლო წლებში აგრესიულად იზრდება, ხსნის ახალ ქარხნებს აშშ-ში, ჩინეთსა და გერმანიაში, ამასთან ზრდის გამომუშავებას.

ფირმამ უფრო მეტი მანქანა აწარმოა, ვიდრე გაიყიდა, რაც აჩენს შიშს, რომ მოთხოვნა შეიძლება შენელდეს, რადგან მთავარ, ჩინეთის ბაზარზე ფასების ზრდა, სესხის აღების მაღალი ხარჯები და ძირითადი ეკონომიკური შენელება ხელს უშლის მსყიდველუნარიანობას.

ავტომწარმოებლის აქციებზე უარყოფითად იმოქმედა ასევე ილონ მასკის გადაწყტვეტილებამ Twitter-ის ყიდვის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი აქციის ფასი 40%-ით დაეცა, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი მოუტანა კომპანიას. ოთხშაბათს ბაზრის შემდგომ ვაჭრობაში მისი აქციები კიდევ 4%-ით დაეცა.

"ვფიქრობ, Tesla-ს მძიმე კვარტალი ჰქონდა და ბაზარი ამაზე რეაგირებს. საავტომობილო ინდუსტრიას ზოგადად ახლა ძალიან უჭირს, რადგან მიწოდების ჯაჭვის პრობლემები შენარჩუნებულია და ბატარეები - განსაკუთრებით ელექტრო მანქანებისთვის - ძნელი მოსაპოვებელია,” - თქვა სარა კუნსტმა, Cleo Capital-ის მმართველმა დირექტორმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023