მსოფლიო
06/09/2023

Tesla-მ განახლებული სედანი Model 3 წარადგინა

Tesla-მ განახლებული სედანი Model 3 წარადგინა. გლობალური საჯარო დებიუტი პეკინში შედგა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Tesla-მ ავტომობილი შეერთებულ შტატებზე წინ ჩინეთში გამოუშვა - ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი ცდილობს ჩინეთის კონკურენტულ ბაზარზე უპირატესობა მოიპოვოს.

Model 3-ის ექსტერიერში მცირე ცვლილებებია, რამაც სედანის წინა მხარე უფრო გლუვი გახადა. ავტომობილს ახალი ფორმის ფარები აქვს. სხვა ახალი ფუნქციები მოიცავს სენსორულ სანავიგაციო სისტემას და უკანა დისპლეის - უკანა სავარძელში მყოფი მგზავრებისთვის.

ავტომობილი Tesla-ს შანხაის ქარხანაში მზადდება. ჩინეთში მისი საწყისი ფასი წინა მოდელთან შედარებით 12%-ით მაღალია.

ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ახალი Model 3 წარდგენილი იქნება მიუნხენის ავტო შოუზეც.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023