მსოფლიო
23/06/2022

Tesla-ს ახალი ქარხნები მილიარდობით დოლარს კარგავენ

ილონ მასკი აცხადებს, რომ გერმანიასა და აშშ-ში Tesla-ს ახალი ქარხნები მილიარდობით დოლარს კარგავენ.

მიზეზად მილიარდელი ბატარეის დეფიციტს და ჩინეთში მიწოდების შეფერხებას ასახელებს.

ჩინეთში Covid-19-ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, მათ შორის შანხაიში, სადაც Tesla-ს უზარმაზარი ქარხანა აქვს, მწარმოებლებს მუშაობა უფრო მეტად გაურთულა.

"როგორც ბერლინი, ასევე ოსტინის ქარხნები ახლა გიგანტური ფულის ღუმელია. უდიდესი ხარჯებია და თითქმის არანაირი გამომუშავება. ეს ყველაფერი სწრაფად გამოსწორდება, მაგრამ დიდ ყურადღებას მოითხოვს"–განაცხადა ელექტრო მანქანების მწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორი.

ჩინეთის ხელისუფლებამ, Covid-19 ინფექციების გაზრდის საპასუხოდ, მისი რამდენიმე ქალაქი ამ წლის დასაწყისში ჩაკეტა. მკაცრი შეზღუდვები დაწესდა ხალხისა და მასალების გადაადგილებაზეც.

როგორც BBC წერს, ამის შესახებ ინტევიუ ილონ მასკმა ჯერ კიდევ 1 თვის წინ ჩაწერა, თუმცა ეს ამბავი აქამდე არ გახმაურებულა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023