REUTERS
მსოფლიო
21/07/2022

Tesla–მ ბიტკოინების 75% გაყიდა

კომპანია Tesla–მ, რომელმაც გასულ წელს დიდი ინვესტიცია ჩადო ბიტკოინში, ახლა კრიპტოვალუტის უმეტესი ნაწილი, 75% გაყიდა.

გაყიდული ბიტკოინების საერთო თანხა 2021 წელს $2 მილიარდს უდრიდა.  

როგორც BBC წერს, ილონ მასკმა უკან დაიხია მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის ღირებულება წელს წელს 50%-ზე მეტით დაეცა.

Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი კრიპტოვალუტის შესახებ ხშირად წერდა სოციალურ ქსელებში, რაც ბიტკოინის ფასზეც აისახებოდა ხოლმე, ხოლო როცა შეიძინა ციფრული ვალუტა ბაზარზე მოთხოვნაც საკმაოდ გაიზარდა.

გასულ წელს Tesla-მ შეწყვიტა ბიტკოინის მიღება, როგორც გადახდის საშუალება მისი მანქანებისთვის, ენერგო ინტენსიური ბიტკოინის მაინინგის კლიმატზე ზემოქმედების საფრთხის გამო.

ცნობისთვის, კრიპტოვალუტის ღირებულებამ $23,500 გადააჭარბა, რაც 8 თვის განმავლობაში დაღმავალი დინამიკის შემდეგ პირველად მოხდა. 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ეს უკანასკნელი აღმავლობა ბაზარის გამოჯანმრთელების წიაპირობაა, მაინც დიდი შეღავათი და შვებაა ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი საცალო და ინსტიტუციური მფლობელებისთვის.

ბიტკოინთაან ერთად, Binance Coin (BNB), Cardano (ADA), dogecoin (DOGE) და Polkadot (DOT) ყველამ ნახა მსგავსი ფასების ზრდა ბოლო კვირის განმავლობაში. კიდევ უფრო დიდი მოგება დააფიქსირა Ethereum-მა (ETH).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023