მსოფლიო
11/06/2020

ტესლას ბატარეების მიმწოდებელი 16-წლიანი გამძლეობის ბატარეის შექმნაზე აცხადებს

ტესლას ბატარიის მომწოდებელი ამბობს, რომ დაამზადებს ისეთ ბატარიას, რომლის გამძლეობა 16 წელი იქნება 1 მილიონი მილის გავლის შესაძლებლობით.

Businessinsider-ი ტესლას ბატარიის მომწოდებელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ბატარეების ტექნოლოგიაში, რომლის შედეგადაც ელექტრო მანქანების მზარდი გაყიდვები მომავალშიც გაგრძელდება. 

გამოცემის ცნობით, Contemporary Amperex Technology Ltd., მანქანის ბატარეების მომწოდებელი ჩინური გიგანტი, რომელიც ბატარეებს ტესლასა და ვოლკსვაგენს აწვდის, მზადაა აწარმოოს ბატარეა, რომელიც 16 წელსა და 2 მილიონ კილომეტრს გაძლებს- განუცხადა კომპანიის თავმჯდომარე ჟენგ იუქუნმა ბლუმბერგს. ჟენგი ამბობს, რომ კომპანია მზადაა ბატარეების შეკვეთების მისაღებად. მან დაამატა, რომ ახალი ბატარეა სტანდარტული ელექტრომანქანის ბატარიასთან შედარებით 10%-ით უფრო ძვირი იქნება.

ბატარეების ხანგრძლივობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც ხელს უშლის ელექტრომანქანების ფართომასშტაბიან ადაპტაციას. ახალმა ბატარეებმა კი შესაძლოა ეს შეზღუდვა მოხსნან და ინდუსტრიაზე გადატრიალება მოახდინონ. ბატარეა ელექტრომანქანის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია. ახალი ბატარეების გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი თავის მხრივ შეამცირებს ავტომანქანების ფასს. ბლუმბერგი ამბობს, რომ ელექტრომანქანების ბატარეების გარანტია მოიცავს 150,000 მილს, 8 წელს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023