მსოფლიო
19/01/2021

ტრამპის ბოლო დარტყმა ჩინეთის ეკონომიკაზე

კიდევ უფრო მეტი სანქცია და აკრძალული ინვესტიციები, - თანამდებობის ბოლო დღეებში დონალდ ტრამპმა ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებს საბოლოო დარტყმა მიაყენა.

როგორც BBC-ის გამოქვეყნებულ მასალაში წერია, ჩინეთის სამხედროებთან სავარაუდო კავშირის გამო, კიდევ ცხრა ჩინური კომპანია დაემატა პენტაგონის შავ სიას, მათ შორისაა ტელეფონის მწარმოებელი Xiaomi. სამაგიეროდ, ჩინეთმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ფირმების დაცვას ემსახურება.

ახალი შეზღუდვები გავლენას ახდენს, ჩინეთის ნავთობ გიგანტ CNOOC-სა და Xiaomi-ზე, რომელმაც ნოემბერში Apple-ს აჯობა და გახდა მსოფლიოში სიდიდით მესამე სმარტფონების მწარმოებელი.

გამოცემა წერს, რომ CNOOC შეუერთდება შავ სიას, რომელიც მოითხოვს ფირმებისთვის სპეციალური ლიცენზიის მინიჭებას, სანამ ისინი მაღალტექნოლოგიური საგნების ექსპორტს მოახდენენ აშშ-ს მომწოდებლებისგან. Xiaomi-ს აქციების ფასი კი გასულ კვირას აშშ-ში 14%-ით შემცირდა, ხოლო ჰონგ კონგში კი 11%-ზე მეტით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტრამპმა მიზნად დაისახა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აკრძალვა, რომლებიც, მისი აზრით, ხელს უშლიან უსაფრთხოებას და პირად მონაცემებს მთავრობას უზიარებენ. ამ სიაშია TikTok, Huawei, WeChat და სხვა.

 

ფოტო: Getty Images

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023