მსოფლიო
31/03/2023

თურქეთი გეგმავს, მსოფლიოში სტიქიური უბედურებებისადმი ყველაზე გამძლე ქვეყნად იქცეს

თურქეთის მიზანია, მსოფლიოში სტიქიური უბედურებებისადმი ყველაზე გამძლე და მომზადებულ ქვეყნად იქცეს.

ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა მიწისძვრის კვლევების კონფერენციაზე გამოსვლისას, რომელსაც თურქეთის სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების საბჭო მართავს.

ოქტაიმ აღნიშნა, რომ 6 თებერვლის მიწისძვრების შემდეგ სეისმოლოგები კვლავ აფიქსირებენ ძლიერ აფთერშოკებს, რომელთა შორის ნაწილს საკმაოდ დიდი მაგნიტუდა ჰქონდა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო ახდენს საკუთარი ძალებისა და რესურსების კონცენტრირებას სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, სამეცნიერო წრეები კი ცდილობენ მობილიზაცებას, რათა უმოკლეს ვადებში შეიმუშავონ ქვეყნის მდგრადობის გაძლიერების მექანიზმები მომავალი მიწისძვრებისადმი.

ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, დაიწყო სტიქიურ უბედურებაზე რეაგირების მოდელის განხორციელება სახელწოდებით „თურქეთის რისკებისგან დამცავი ნაციონალური ფარი,“ რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის პატრონაჟით შეიქმნა.

ოქტაის განცხადებით, მიმდინარეობს კვევები გეოლოგიის, გეოდეზიის, ტექტონიკური პროცესების მიმართულებით, ასევე პროექტები, რომლებიც შენობების მდგრადობის შესწავლას, ზღვის დონის გაზოვმას, გრუნტის და ნიადაგის სტრუქტურის შეფასებას ემსახურება. ასევე მეცნიერები სწავლობენ ზედაპირებზე არსებულ ნაპრალებს, ზვავების ჩამოწოლისა და რადონის გაზის გაჟონვის საფრთხეებს.

აქტიურად ხორციელდება პროექტები სასურსათო უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, გარემოს შესწავლის მიზნით.

ათასობით პროექტის რეალიზაციაში ჩართულია 600-მდე მკვლევარი მთელი ქვეყნიდან. ისინი აგროვებენ მონაცემებს ყველა სფეროდან, ჯანდაცვით დაწყებული, გეოლოგიით გაგრძელებული და სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ფსიქოლოგიური დაცვით დამთავრებული.

„ჩვენი მიზანია, მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომით თურქეთი გავხადოთ სტიქიური უბედურებებისადმი ყველაზე გამძლე და მომზადებულ ქვეყნად, რომელსაც შესწევს უნარი, სწრაფად და ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება სტიქიურ მოვლენებზე,“ - განაცხადა ოქტაიმ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023