მსოფლიო
25/07/2023

Twitter-ის რებრენდინგი გრძელდება - კომპანიის სათაო ოფისიდან ძველ ლოგოებს ხსნიან

Twitter-ის რებრენდინგი გრძელდება - კომპანიის სან-ფრანცისკოს სათაო ოფისიდან ძველ ლოგოებს ხსნიან.

ლურჯი ჩიტის ლოგო, რომელსაც 17 წლიანი ისტორია აქვს და რომელიც იდეების მაუწყებლის სიმბოლოდ იქცა მსოფლიოში, მილიარდერმა ელონ მასკმა შეცვალა. ახლა კომპანიას Twitter as X ჰქვია და მისი ახალი ლოგო ერთგვარად, "ყველაფერის აპლიკაციის" შექმნაზე მიანიშნებს.

ოქტომბერში Twitter-ის შესყიდვის შემდეგ, მასკმა განაცხადა, რომ ის აპლიკაციას ხედავს პლატფორმად, რომელსაც შეუძლია სოციალური მედიის გარდა, მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისები შესთავაზოს. მათ შორის ისეთები, როგორიცაა peer-to-peer გადახდები, ასევე, ისეთი მომსახურებები, როგორიც დანერგილია პოპულარულ ჩინურ WeChat App-ში.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის მმართველობის შემდეგ, კომპანია ისეთი ქარტეხილების წინაშე დგას, როგორიცაა თანამშრომელთა ხმაურიანი გათავისუფლებები, რეკლამის განმთავსებელთა რაოდენობის მკვეთრი ვარდნა და Meta-ს მიერ შექმნილი კონკურენტის - Threads-ის უსწრაფესი ზრდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023