მსოფლიო
22/04/2023

უკრაინას სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვისთვის მილიარდობით დოლარი დასჭირდება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, ქვეყანას სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვისთვის 10 წელზე მეტი დრო დასჭირდება.

„ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით - ესაა ტერიტორიის ტოტალური დანაღმვა და რაც უფრო დიდხანს რჩება მტერი ამა თუ იმ დროებით ოკუპირებულ მიწაზე, მით მეტი ფართობია დანაღმული. მეტიც: არის ხაფანგების დიდი რაოდენობა როგორც სახლებში, ისე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებში, სკოლებსა და საბავშვო ოთახებშიც კი,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30%-ია დანაღმული. ამის გათვალისწინებით, შსს-მ ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრი შექმნა.

კლიმენკოს თქმით, უკვე გაწმენდილია 800 კვადრატული კილომეტრი და სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს განცხადებით, ქვეყანაში პოტენციურად დაბინძურებულია 174 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი, რაც მთელ მსოფლიოში 81 მილიონი ადამიანისთვის საკვების წყაროა. ამ ტერიტორიის გაწმენდას კი უკრაინა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების დახმარებით შეძლებს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემუშავებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განაღმვის გეგმა, რომელიც 470 ათას ჰექტარს მოიცავს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჰუმანიტარული განაღმვის სრულფასოვან სამუშაოებს 37,4 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

ამ სამუშაოების ჩასატარებლად უკრაინა ცდილობს მიიზიდოს მსოფლიოს კომპანიები, რომლებსაც ნაღმსაწინააღმდეგო საქმიანობის გამოცდილება და უახლესი ტექნოლოგიები გააჩნიათ. იგეგმება სპეციალური ნაღმსაწინააღმდეგო დრონების გამოყენებაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023