მსოფლიო
20/12/2022

უზბეკეთმა სპილენძის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით დაიწყო

უზბეკეთმა სპილენძით დატვირთული მატარებელი პირველად გაგზავნა ახალი მარშრუტით, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით გადის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უზბეკეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, მატარებელი ბულგარეთში ჩაიტანს ალმალიკის სამთო-მეტალურგიული კომბინატის სპილენძის კონცენტრატით სავსე 46 ვაგონს და 91 კონტეინერს. ტვირთი უზბეკეთიდან ბულგარეთში შუა დერეფნით თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ასევე კასპიისა და შავი ზღვების გავლით ჩავა.

ბრიუსელი შუა დერეფანს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტად განიხილავს, რომლითაც ტვირთების გადაზიდვა რუსეთის გვერდის ავლით არის შესაძლებელი. გასულ თვეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განაცხადა, რომ მზად არის, ევროპასა და აზიას შორის რუსეთის გვერდის ავლით სატვირთო მარშრუტების განვითარებაში მილიარდობით ევროს ინვესტიცია ჩადოს.

1tv.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023