მსოფლიო
14/07/2021

ვენეციის ისტორიულ ლაგუნაში საკრუიზო გემების მიღება იკრძალება

იტალიის მთავრობამ ვენეციის ისტორიულ ლაგუნაში დიდი საკრუიზო გემების აკრძალვის მიზნით ზომები მიიღო. Bloomberg-ის ცნობით, მიზანი ქალაქის ზედმეტი ტურიზმისგან დაცვაა.

მთავრობის განკარგულება 1-ლი აგვისტოდან შევა ძალაში, რომლის თანახმადაც დიდი საკრუიზო გემებისა და მსხვილი კომერციული ხომალდების მიღება აიკრძალება.

ამასთან, მინისტრთა კაბინეტმა 157 მილიონი ევრო გამოყო ახლომდებარე ქალაქ მარგერაში დროებითი პორტის ასაშენებლად.

ლაგუნასა და სან მარკოს მოედანზე შესასვლელი გზა წლების განმავლობაში დავის საგანი იყო გარემოს დამცველებს, ტურისტულ ასოციაციებსა და საკრუიზო ოპერატორებს შორის. დაძაბულობამ 2019 წელს იმატა, როდესაც ერთ-ერთი საკრუიზო გემი ლაგუნის პატარა ტურისტულ ნავს შეეჯახა და ხუთი ადამიანი დაშავდა.

მიმდინარე კვირაში იუნესკომ რეკომენდაცია გამოსცა, ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი ქალაქების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდეს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023