მსოფლიო
08/01/2021

Wizz Air-ის ახალ თვითმფრინავს გდანსკის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ახალ თვითმფრინავს გდანსკის აეროპორტში, აეროპორტის ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც Airbus A320neo ასაფრენად ემზადებოდა.

ავტომობილი თვითმფრინავისთვის წყლის მიწოდებას უნრუნველყოფდა.

“ინციდენტის შედეგად არავინ რ დაზარალებულა. თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეჯახების შედეგი სერიოზულია, მძღოლი არ დაშავებულა,” – განმარტეს გდანსკის აეროპორტში.

ავიაკომპანია Wizz Air-მა თვითმფრინავის შეცვლა მალევე მოახერხა და გდანსკი-სტოკჰოლმის რეისი ოდნავი დაგვიანებით შესრულდა.

A320neo უნგრული ავიაკომპანიის ფლოტში უახლოესი მოდელია. Wizz Air-მა აღნიშნული მოდელის საჰაერო ხომალდების მიღება 2020 წლიდან დაიწყო. 

მსგავს ინციდენტებს შეუძლიათ საჰაერო ხომალდი ოპერირებას რამდენიმე კვირით ან თვეების განმავლობაშიც გამოთიშოს, რაც თავის მხრივ დაზიანების ხარისხსა და მისი აღმოფხვრის გზებზეა დამოკიდებული. გდანსკის აეროპორტში შეჯახება 7 იანვარს მოხდა და ამ დროისათვის თვითმფრინავის დაზიანების სრული ხარისხი დადგენილი არ არის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023