მსოფლიო
06/04/2023

WTO გლობალური ვაჭრობის პროგნოზს ზრდის, თუმცა, რისკები რჩება

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) წელს გლობალური ვაჭრობის პროგნოზს ზრდის. ამის მიუხედავად, ორგანიზაციის შეფასებით, კვლავ მოსალოდნელია შენელება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა უკრაინის ომი, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, სასურსათო უსაფრთხოების შემცირება, ინფლაციის და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკები.

ჟენევაში დაფუძნებულმა სავაჭრო ორგანომ განაცხადა, რომ საქონლის ვაჭრობის მოცულობა საშუალოდ, 1.7%-ით გაიზრდება, მაშინ როცა, ოქტომბერში მისივე პროგნოზი 1.0% იყო.

”გლობალური ეკონომიკის პერსპექტივა ოდნავ გაუმჯობესდა ჩვენი ბოლო პროგნოზის შემდეგ, მაგრამ ვაჭრობის გაფართოების ტემპი 2023 წელს მაინც დაბალი იქნება. ასე რომ, ახლანდლი პროგნოზით, საქონლის ვაჭრობის მოცულობა 2023 წელს 1,7 პროცენტით გაიზრდება. თუ გადავხედავთ 2022 წელსაც, ვაჭრობა საოცრად გამძლე იყო, ძალიან რთული მაკროგარემოს მიუხედავად.”- განაცხადა WTO-ის უფროსმა ეკონომისტმა რალფ ოსამ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად გლობალური დაძაბულობისა და კონკურენტ სავაჭრო ბლოკებში ფრაგმენტაციის საფრთხისა, ვაჭრობის ზრდა შენარჩუნდა. აღნიშნულ საფრთხეებს კი შეუძლია, გლობალური ეკონომიკური გამომუშავება 5%-ით შეამციროს, რაც, ჯერჯერობით თავიდან აცილებული იყო.

„არსებობს ომის გაგრძელების მნიშვნელოვანი უარყოფითი რისკები. ვფიქრობ, ომის დასრულება ნამდვილად მისცემს მნიშვნელოვან ბიძგს გლობალური ვაჭრობის ზრდას. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც არის „პურის კალათა“, მაგრამ არ მუშაობს ისე, როგორც წარსულში. ასევე, გასათვალისწინებელია კლიმატური საკითხები, გვალვა და წყალდიდობები მსოფლიოს სხვადახვა ნაწილში, სადაც პროდუქციას აწარმოებენ. მოსავლის მნიშვნელოვანი უკმარისობა მსოფლიოს ამა თუ იმ მხარეში არის ის, რაც სერიოზულ სირთულეებს გამოიწვევს“ - განაცხადა WTO-ის გენერალურმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ.

WTO-ს შეფასებით, საქონლით ვაჭრობის ზრდა 2024 წელს 3.2%-მდე უნდა აღდგეს უფრო მაღალი ეკონომიკური პერსპექტივების გამო, მაგრამ აქვე აღინიშნა, რომ ეს პროგნოზი კვლავ ბუდოვანია მრავალი რისკის გამო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023