მსოფლიო
05/07/2023

ზაპოროჟიას ატომური სადგური საფრთხის ქვეშაა - ურთიერთბრალდებები გრძელდება

უკრაინა და რუსეთი ატომურ სადგურზე თავდასხმის მოწყობაში ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ. რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმები დიდი ხანია, ურთიერთბრალდებებისა და ეჭვების საგანია.

ევროპაში უდიდესი ბირთვული ობიექტი ექვსი რეაქტორით რუსულმა ჯარებმა 2022 წლის თებერვალში, კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რამდენიმე დღეში დაიკავეს.

მას შემდეგ, თითოეული მხარე რეგულარულად ადანაშაულებს მეორეს სადგურის გარშემო ტერიტორიის დაბომბვაში და ბირთვული უბედური შემთხვევის საფრთხის შექმნაში.

კრემლმა დღეს განავცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინული დივერსიის საფრთხე დიდია და ამგვარი საფრთხის წინააღმდეგ, შესაბამისი ზომები მიიღება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი Twitter-ზე დაწერა, რომ თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს უამბო რუსეთის "საშიში პროვოკაციების" შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უკრაინულ ატომურ სადგურზე.

„საოკუპაციო ჯარები ამზადებენ სახიფათო პროვოკაციებს ზაპორიჟიას ატომურ სადგუზე“ - წერს ზელენსკი.

მისივე ინფორმაციით, მაკრონთან შეთანხმდნენ, რომ სიტუაციას მაქიმალური კონტროლის ქვეშ შეინარჩუნებენ „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან“ (IAEA) ერთად.

ამ დროისთვის ქარხნის არცერთი რეაქტორი ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023