საზოგადოება
04/12/2020

“112 და სხვა ქოლ ცენტრები უნდა გაძლიერდეს“ - “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დამფუძნებელი

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ქოლ ცენტრების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.როგორც ნინა კობახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს განსაკუთრებით 112-ს ეხება.  

„ხალხი რეკავს ყველა კითხვით, ჩვენ გავაძლიერეთ ეს სამსახური, მაგრამ ერთი სადაზღვევო კომპანიის მაგალითზე ხომ ვერ ვისაუბრებთ. როდესაც 30 000 ადამიანი იტესტება, შესაბამისად, უფრო მეტ დადასტურებული შემთხვევასთან გვაქვს საქმე.გამომდინარე აქედან,როგორც რაოდენობრივად, ისე ტექნიკურად უნდა გაძლიერდეს 112-ის, ჯანდაცვის სამინისტროს და ა.შ  ქოლ ცენტრები.

ეს უზრუნველყოფს იმას, რომ შევიდეს მეტი ზარი და არ იყოს  30 და 40 წუთიანი მოლოდინი.ეს არის მთავარი.პაციენტებმა შეიძლება საერთოდ არ დარეკონ სიმპტომებზე, არამედ უბრალოდ მარტივი კითხვების შედეგადაც კი გადაიტვირთოს ზარებით“-აცხადებს ნინა კობახიძე.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს დაანონსდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია რომ  COVID-19-ის მართვაში ერთვება. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

 პირს, რომელსაც კორონავირუსზე ეჭვი აქვს, უნდა დარეკოს  112-ში  და დარეგისტრირდეს, რომ მოხდეს  მისი საერთო სისტემაში ჩასმა. ამის შემდეგ ხდება გადამისამართდება უკვე სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებთან. საერთო სისტემა და პროცესი ონლაინ კლინიკიდან იმართება.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023