საზოგადოება
04/03/2023

2022-2023 წლებში ქართულ უნივერსიტეტებში 25 100 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა

ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში 2022-2023 წლებში 25 100 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს.

მათმა რიცხვმა 2022-2023 წლებში 18 700-ს გადააჭარბა. 6 300-ზე მეტი სტუდენტი კი სახელმწიფო საგანმანათლებლო სასწავლებელშია ჩარიცხული. ამასთან, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად 723 სტუდენტი გაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 239-ით აღემატება.

საქსტატის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023